ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ირანზე სამხედრო თავდასხმას ბარაკ ობამას ადმინისტრაციაც განიხილავდა, თუმცა მაშინ მიიჩნიეს, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი არ იყო

 ენტონი ბლინკენი

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ბარაკ ობამას ადმინისტრაციაც განიხილავდა. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ლეო ბეკის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც გერმანიის ყოფილი კანცლერი ოლაფ შოლციც ესწრებოდა.

ბლინკენის თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმა საუკეთესო ვარიანტი არ არის.

„ობამას ადმინისტრაციას თუ დავუბრუნდებით, ჩვენ ძალიან ყურადღებით განვიხილეთ სამხედრო ვარიანტი, თუმცა მაგრამ ჩვენ დავასკვენით, რომ იმ მიზეზების გამო, რასაც ახლა ვხედავთ, ეს სულაც არ იყო საუკეთესო ვარიანტი“, – განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას იკავებდა.