დონალდ ტრამპი: ირანს დრო ეწურება

დონალდ ტრამპი

ირანს დრო ეწურება, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

„უმჯობესია მათ სწრაფად იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან აღარაფერი დარჩება“, - აცხადებს ტრამპი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ლიდერი ტელეფონით ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ირანთან ომის განახლების შესაძლებლობა განიხილეს.