პაპ ლეო XIV-ის ძმებს ეშინიათ, რომ ძმას ვეღარასდროს ნახავენ და უცნაურ წინასწარმეტყველებაზე საუბრობენ
1746822590
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, რა დროსაც უკრაინაში ცეცხლის სავარაუდო შეწყვეტის საკითხი განიხილა.
„ღამე რამდენჯერმე ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს. ჩვენი ბრიტანელი და სკანდინავიელი პარტნიორების მსგავსად მხარს ვუჭერ მის მტკიცე მოწოდებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ ამ მიზნის მიღწევაზე დაყოვნებების, ტყუილი მიზეზებისა და ტაქტიკების გარეშე“, - დაწერა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის სურვილი უკვე გამოთქვა, ხოლო ახლა იგივე რუსეთმა უნდა გააკეთოს.
„თუ ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ, მაშინ ევროპელებთან ერთად და აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით მტკიცე რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, - დასძინა მაკრონმა.