ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთს არ შეუძლია, იყოს შუამავალი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში

emanuel makroni

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთს არ შეუძლია, იყოს შუამავალი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში. ასეთი მოსაზრება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გრენლანდიაში ვიზიტისას გამოთქვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„არ მჯერა, რომ რუსეთს, რომელიც ახლა ჩართულია მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში და რამდენიმე წელია, იღებს გადაწყვეტილებას, არ დაიცვას გაერო-ს წესდება, შეუძლია, იყოს შუამავალი“, – განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააჟღერა იდეა, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, იყოს ისრაელისა და ირანის კონფლიქტში შუამავალი.