გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ყარაბაღში „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ბოლო სამიტზე მიღებული კომუნიკეს გარკვეული პუნქტები, არ ასახავს ირანის ოფიციალურ პოზიციას, – ამის შესახებ სომხეთში ირანის ელჩმა, მეჰდი სობჰანიმ განაცხადა.
ირანელი დიპლომატის თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება იმ პუნქტებს, რაც შეიცავს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევ შეთხზულ კონცეფციებს.
მეჰდი სობჰანის თქმით, განცხადება წარმოადგენს სამიტის თავმჯდომარის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხედულებებს და არ გამოხატავს აუცილებლად ყველა მონაწილე ქვეყნის პოზიციას.
ირანელი დიპლომატის განცხადებებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
უწყების პრესსპიკერის, აიხან ჰაჯიზადეს თქმით, სომხეთის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, მეჰდი სობჰანის მტკიცებები ქალაქ ხანქენდიში გამართული „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მე-17 სამიტის დასკვნით დოკუმენტთან დაკავშირებით მიუღებელია. ჰაჯიზადეს განცხადებით, ირანელი დიპლომატის განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციები და თვალთმაქცობაა.