დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართეს

ჰუ

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართეს.

უცნობია, რაზე ისაუბრეს მხარეებმა, თუმცა სატელეფონო საუბარი მაშინ შედგა, როდესაც პრეზიდენტი განიხილავდა აშშ-ის მონაწილეობას ისრაელის მიერ ირანის ბირთვული შესაძლებლობების დაზიანების ძალისხმევაში.