1755099291
დონალდ ტრამპის მისიაა ევროპაში მშვიდობის დაბრუნება - ჯეი დი ვენსი

დონალდ ტრამპის მისიაა ევროპაში მშვიდობის დაბრუნება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
ინგლისში, სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უთხრა მას, რომ მისი მისიაა „ევროპაში მშვიდობის დაბრუნება“.
„მე ტრამპს აქ გამოსვლამდე ვესაუბრე და მან ძალიან მარტივად თქვა, რომ ჩვენი, როგორც ადმინისტრაციის მისია ევროპაში მშვიდობის დაბრუნება იქნება“, – განაცხადა ვენსმა.