დონალდ ტრამპი: შეიძლება ჩინეთში ჩავიდე, მაგრამ მხოლოდ პრეზიდენტ სი ძინპინის მოწვევით, რომელიც უკვე გამოგზავნილია

ტრამპი

"ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ მე პრეზიდენტ სი ძინპინთან “სამიტზე“ მიწვევისკენ მივისწრაფვი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მე არავითარი მოწვევისთვის არ ვიბრძვი!", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ჩინეთის პრეზიდენტისგან მიწვევა უკვე მიიღო.

"შეიძლება ჩინეთში ჩავიდე, მაგრამ მხოლოდ პრეზიდენტ სი ძინპინის მოწვევით, რომელიც უკვე გამოგზავნილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე არ ვარ დაინტერესებული! გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის", - წერს დონალდ ტრამპი.