1752318419
დონალდ და მელანია ტრამპები ტეხასში, სტიქიის ზონაში ჩავიდნენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი ტეხასში ჩავიდნენ. სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონში დონალდ ტრამპი ადგილობრივ გუბერნატორს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. მან ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის დროს შესრულებული სამუშაოსთვის შეაქო.
წყალდიდობა ტეხასში 4 ივლისს მოხდა. სტიქიამ 120 ადამიანი იმსხვერპლა,160-ზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.