15 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1765744090
შედგენილია იმ კერძების რეიტინგი, რომლებმაც კრიტიკოსებისა და დეგუსტატორებისგან ყველაზე ცუდი შეფასება მიიღეს. 100 კერძისგან შემდგარი „ანტიტოპი“ გამოაქვეყნა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების გასტრონომიულმა გზამკვლევმა TasteAtlas-მა.
სიის სათავეში მოხვდა ისლანდიური დელიკატესი სვიდი - ცხვრის თავის ნახევარი, რომელსაც ჯერ ცეცხლზე ატრიალებენ ბეწვის მოსაშორებლად, შემდეგ კი ხარშავენ და სუფრაზე აწვდიან რეპისა და კარტოფილის პიურესთან ერთად. მეორე ადგილზეა კიდევ ერთი სკანდინავიური კერძი - თორამატიური. ეს არის ფერმენტირებული ზვიგენის, შებოლილი ცხვრის ხორცისა და სისხლიანი ძეხვების ასორტი. მესამე ადგილი დაიკავა ესპანურმა კერძმა - ნავარიული წესით შემწვარმა კალმახმა, რომელსაც ლიმონის წვენთან და შემწვარ ხამონთან ერთად მიირთმევენ. მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა ტრადიციული ბრიტანული კერძი - კოკნი, ანუ ჟელეში ჩადებული გველთევზა. მეოთხე და მეექვსე ადგილებზე კი სკანდინავიური კერძებია ღორისა და ირმის სისხლისგან: ბლოდპალტის პელმენები და ბლოდპლატერის ბლინები. ათეულში ასევე შევიდნენ ჩილეს კარტოფილის ნამცხვრები მილკაო და ჩაპალელე, ტაილანდური შემწვარი აბრეშუმის ჭიის ლარვები და ბერძნული არტიშოკის სალათი.