1765779758
ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს
ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს.
„მხოლოდ ღმერთმა იცის ჩემი სულის კივილი... ნეტა როდის მოგენატრები ისე, რომ ერთი წინადადებით მაინც მაცოდინო: დე, კარგად ვარ,“ - წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.










