„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
ჩადის პრეზიდენტმა, იდრის დებიმ განაცხადა, რომ ქვეყანა აჩერებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას, მას შემდეგ რაც ჩადის მოქალაქეები აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვის სიაში მოხვდნენ.
„მე დავავალე მთავრობას შეაჩეროს ამერიკელი მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ჩადს არ აქვს თვითმფრინავები, რომელთა შეთავაზება შეეძლოს ვინმესთვის, არ აქვს მილიარდობით დოლარი, რომ ვინმეს შესწიროს, მაგრამ ჩადს აქვს თავისი ღირსება და სიამაყე“, – განაცხადა დებიმ.
ჩადი ერთ-ერთია იმ შვიდი აფრიკული ქვეყნიდან, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგზაურობის აკრძალვა დაუწესა.