„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ჩინეთში H3N8 ტიპის ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინფიცირებული ხენანის პროვინციაში მცხოვრები 4 წლის ბიჭია. მას მაღალი ტემპერატურა და სხვა სიმპტომები აქვს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აქამდე H3N8 ტიპის ფრინველის გრიპი ცხენებთან, ძაღლებთან ფრინველებთან და სელაპებთან, თუმცა ადამიანის ინფიცირების შემთხვევა პირველად დადასტურდა.