36 წუთის წინ
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - განათლების სფეროში ჩინეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა, ვეწინააღმდეგებით თანამშრომლობის პოლიტიზებას

ჩინეთი ეწინააღმდეგება განათლების სფეროში თანამშრომლობის პოლიტიზებას, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს ჰკითხეს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს ქვეყანაში საერთაშორისო სტუდენტების შესვლა, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობენ.
სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-ის ქმედებები დააზარალებს ამ ქვეყნის იმიჯსა და სანდოობას.
„განათლების სფეროში თანამშრომლობა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივად სასარგებლოა. ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საგანმანათლებლო თანამშრომლობის პოლიტიზებას. შეერთებული შტატების შესაბამისი ქმედებები მხოლოდ მის იმიჯსა და სანდოობას დააზარალებს. ჩინეთი მტკიცედ დაიცავს საზღვარგარეთ ჩინელი სტუდენტების და მეცნიერების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.