„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის აზრით, ევროპამ უნდა დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპამ დაარწმუნოს დონალდ ტრამპი, რომ რუსეთს ვერ ენდობი. ერთადერთი გზა, პრეზიდენტმა ზელენსკიმაც თქვა ეს და მეც ნათლად დავაფიქსირე ორივე შეხვედრაზე ეს აზრი, არის რუსეთზე ზეწოლა ნამდვილი მშვიდობისკენ. ამ მომავალი სამშვიდობო მოლაპაკებების დროს, არავინ უნდა იფიქროს რუსეთის იმ უფლების აღიარებაზე, რომ ფლობდეს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მან ძალის გამოყენებით, აგრესიული ომით წაართვა ყველა შესაძლო ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით“, – თქვა ტუსკმა.
პოლონეთის ლიდერმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის ბოლოდროინდელი მცდელობების გამო, რომ უკრაინის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართოს ნატო-ს ჯარების არსებობის შემცირების თემა.
„ბოლო რამდენიმე დღეა, ვისმენთ, რომ რუსებს ძალიან უნდათ უკრაინის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართონ საუბარი ნატო-ს არსებობის შემცირებაზე, მაგალითად პოლონეთში“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.
ტუსკის თქმით, სწორედ ამიტომ არის ისე მნიშვნელოვანი, რომ ააშენონ ძლიერი და გაერთიანებული სახელმწიფოთა ჯგუფი.