ბელგიის სამხედრო ბაზის თავზე, მესამე ღამეა, უპილოტო საფრენ აპარატებს ამჩნევენ, დრონები სამხედრო ბაზის თავზე დაფრინავდნენ

ბელგიის სამხედრო ბაზა

ბელგიის სამხედრო ბაზის თავზე, ზედიზედ მესამე ღამეა, უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს. დრონები კლაინე-ბროგელის სამხედრო ბაზის თავზე დაფრინავდნენ.

სამხედრო ბაზაზე ვერტმფრენის მობილიზება მოხდა, თუმცა უპილოტო აპარატები გაუჩინარდნენ და, სავარაუდოდ, ნიდერლანდების მიმართულებით გაფრინდნენ.

31 ოქტომბერს და 1-ელ ნოემბერს ლიმბურგის პროვინციაში, სამხედრო ბაზის თავზე დრონის გამოჩენის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დრონები ასევე შენიშნეს ლეოპოლდბურგისა და მარშ-ან-ფამენის სამხედრო ტერიტორიების, ასევე დურნისა და ოსტენდის აეროპორტების თავზეც.