„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                ბელგიის არმიამ ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც, მისი ბაზების თავზე დაფიქსირებულ ნებისმიერ უცნობ დრონს ჩამოაგდებენ. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის თავდაცვის ხელმძღვანელმა ფრედერიკ ვანსინამ გასცა.
ვანსინამ აღნიშნა, რომ ბელგიაში დრონებისგან დაცვის პროგრამას დაჩქარებული ტემპით მიიღებენ და შესაბამისი გეგმა მინისტრთა საბჭოს მალე წარედგინება.
მან ასევე განაცხადა, რომ დრონების ჩამოგდება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპერაცია „თანმხლები ზიანის მიყენების გარეშე“ განხორციელდება.
ცნობისთვის, ბელგიის კლაინე-ბროგელის სამხედრო ბაზის თავზე დრონები ზედიზედ გასული სამი ღამის განმავლობაში გამოჩნდნენ. სამხედრო ბაზაზე ვერტმფრენის მობილიზება მოხდა, თუმცა უპილოტო აპარატები გაუჩინარდნენ და, სავარაუდოდ, ნიდერლანდების მიმართულებით გაფრინდნენ.