ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
აზერბაიჯანის დედაქალაქში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით კი დაშავდა.
„კლუბში აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ეჰსან ზაჰიდოვმა.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 24 ადამიანი, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. შვიდი დაზარალებული პირველადი დახმარების შემდეგ გაწერეს.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764