რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
აშშ-მა და სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ გაეროს უშიშროების საბჭოს მოსთხოვეს, დაავალოს ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისთვის „ხელის შეშლის“ შეწყვეტა, თუმცა ამ შინაარსის რეზოლუციის პროექტს ვეტოს საფრთხე ემუქრება.
„ჩვენ გვწამს ისეთი ფუნდამენტური პრინციპების, როგორიცაა ნაოსნობის თავისუფლება მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. სწორედ ეს არის ახლა სასწორზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს გაეროში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა.
აშშ-მა და ბაჰრეინმა საბჭოს წევრებს წარუდგინეს ტექსტი, რომელიც ირანისგან მოითხოვს „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა თავდასხმა და მუქარა“ გემების მიმართ და „ნებისმიერი მცდელობა“ ნაოსნობის თავისუფლების აღსაკვეთად, მათ შორის „ნაღმების განთავსება“ და „უკანონო მოსაკრებლები“.
ტექსტი ასევე მოითხოვს თეირანისგან, გაამჟღავნოს ნაღმების რაოდენობა და ადგილმდებარეობა, გააუვნებლოს ისინი და დაუშვას გაეროს მიერ „ჰუმანიტარული დერეფნის“ შექმნა, განსაკუთრებით სასუქების ტრანსპორტირებისთვის.
„მსოფლიომ უნდა დაიკავოს მკაფიო პოზიცია და თქვას, რომ დაუშვებელია ოკეანეში ნაღმების განურჩევლად განთავსება მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა მხარესთან გაქვს დავა“, - აღნიშნა უოლცმა. მან ასევე დასძინა: „ვინ შეიძლება წავიდეს ამის წინააღმდეგ?“ რითაც მიანიშნა შესაძლო ვეტოზე.