აშშ-ის შეიარაღებული ძალები დამასკოს ავიაბაზაზე განთავსდებიან - „როიტერი“

ტრამპი და სირიის პრეზიდენტი

აშშ-ის შეიარაღებული ძალები დამასკოს ავიაბაზაზე განთავსდებიან. ამ გზით, ვაშინგტონი შეეცდება, ხელი შეუწყოს სირიასა და ისრაელს შორის უსაფრთხოების პაქტის რეალიზაციას.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„როიტერი“ წერს, რომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ეს გახდება სირიის ვაშინგტონისკენ გადაწყობის სტრატეგიული ნიშანი.

ავიაბაზა სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ისრაელსა და სირიას შორის დემილიტარიზებულ ზონას წარმოადგენს, რომელზე შეთანხმების მიღწევაც სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით მოხდა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას თეთრ სახლში 10 ნოემბერს შეხვდება.