აშშ-ის სამხედრო ბაზაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა - არიან დაჭრილები

აშშ-ის არმიის ბაზა

ჯორჯიის შტატში, აშშ-ის არმიის „ფორტ სტიუარტის“ ბაზაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის გამოც სამხედრო ბაზა დაიხურა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბაზაზე სროლის შედეგად 5 ჯარისკაცი დაიჭრა. ყველა მათგანი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„მსროლელი დაკავებულია და საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს“, - აღნიშნულია არმიის ოფიციალურ  განცხადებაში.