ასე გამოიყურება კენიე უესტის 35 მილიონიანი სასახლე ბევერლი ჰილსზე

კანიე უესტის სახლი

ამერიკელმა რეპერმა და პროდიუსერმა კანიე უესტმა ბევერლი ჰილზში მდებარე მდიდრული სასახლე 35 მილიონ დოლარად შეიძინა. გარიგება მალიბუში მდებარე მისი ცნობილი სახლის გაყიდვიდან, სულ რამდენიმე კვირაში შედგა, სადაც უესტმა დაახლოებით 36 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.

ახალი ქონება პრესტიჟულ დახურულ საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს და 11 საძინებელს, 18 სააბაზანოსა და დაახლოებით 20 000 კვადრატულ საცხოვრებელ სივრცეს მოიცავს. ტერიტორიაზე განთავსებულია დიდი აუზი, აუზის სახლი და პადელ-ტენისის მოედანი.

სახლი 2000 წელს აშენდა და ცნობილი არქიტექტორის, რიჩარდ ლენდრის მიერ არის დაპროექტებული. კომპლექსის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია მთავარი შენობისა და გასართობი პავილიონის დამაკავშირებელი ფუტურისტული ფოლადის ხიდი.