არც მე და არც იტალია არავის არასდროს არაფერს ვეხვეწებით - ჯორჯია მელონიმ დონალდ ტრამპს უპასუხა

ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინტერვიუს შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ზოგიერთ საკითხს დაუყოვნებელი პასუხი სჭირდება. დონალდ ტრამპის განცხადებები სრულიად გამოგონილია. გულწრფელად რომ ვთქვა, გაოცებული ვარ. არ მესმის, რატომ ექცევა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე საკუთარ მოკავშირეებს, მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გულდასაწყვეტია, როდესაც ის ასეთივე სიმტკიცეს არ ავლენს დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეების მიმართ, რომელთა ლიდერებს გაცილებით მეტი შემწყნარებლობით ეპყრობა. ერთი რამ კი უნდა ახსოვდეს: არც მე და არც იტალია არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს", - განაცხადა მელონიმ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა La7-თან საუბარში თქვა, რომ მელონი კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, რადგან მასთან საუბრის შესაძლებლობა მიეცა.

"ალბათ, ბედნიერია, რომ მას დაველაპარაკე. საერთოდ არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა. ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ერთად ფოტო გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან სურათის გადაღება. სიმართლე რომ ვთქვა, ამის გაკეთებას არც ვაპირებდი, მაგრამ შემეცოდა", - განაცხადა ტრამპმა La7-ის მიერ გავრცელებული თარგმანის მიხედვით.