ამერიკულ მედიაში ჯეფრი ეპშტეინის ახალი მასალები გავრცელდა. ფოტოებზე გამოსახულია ბილ კლინტონი, მაიკლ ჯექსონი და კევინ სპეისი

კლინტონი

ამერიკულ მედიაში ამერიკელი ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები და ფოტოები გავრცელდა.

ახლად გამოქვეყნებულ ფოტოებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მსახიობი კევინ სპეიცი ფიგურირებენ. ერთ-ერთ ფოტოსურათზე ცნობილი ამერიკელი პოპ-მომღერალი მაიკლ ჯექსონიც არის.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნოემბრის შუა რიცხვებში კონგრესის მიერ მიღებულ კანონს მოაწერა ხელი.

კანონი იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს გადასცეს კანონმდებლებს ეპშტეინის მასალები, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ არ ადევთ.