ამ საკითხს მალე მოვაგვარებთ, ყველაფერი მალე დასრულდება - ტრამპი ირანზე

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი „მალე დასრულდება“.

„ჩვენ ისინი შევაჩერეთ“, - განაცხადა ტრამპმა. - „მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი. ამ საკითხს მალე მოვაგვარებთ. ყველაფერი მალე დასრულდება“.

აშშ-თან არსებულ ზოგიერთ უთანხმოებაზე პროგრესი მიღწეულია, თუმცა შეთანხმებას ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოეწერება, რაც ყველა საკითხი გადაიჭრება - აცხადებს ირანის მომლაპარაკებელ ჯგუფთან დაახლოებული წყარო საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმთან“ საუბარში.

წყაროს თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი ომის დასრულებაზე კეთდება, სანამ სხვა საკითხების განხილვა დაიწყება.