ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1752065110
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სამეფოს პოზიცია, რომ დავების გადაჭრის გზა დიპლომატიაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ არაბია” ავრცელებს.
სალმანმა გამოთქვა სამეფოს სურვილი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყოს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შექმნას.
ირანული მედიის თანახმად, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი აცხადებს, რომ ერ-რიადი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს რეგიონში შემდგომი არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად და დიპლომატიური გადაწყვეტილებების ხელშესაწყობად.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აღნიშნა თეირანის ერთგულება საუდის არაბეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერების მიმართ, კეთილმეზობლობისა და ორივე ერის საერთო ინტერესების საფუძველზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის მზადყოფნა, გააფართოოს ურთიერთობები სხვადასხვა ეკონომიკურ, კომერციულ და კულტურულ სფეროში. არაღჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თავდასხმებმა, რომლებმაც უხეშად დაარღვია გაერო-ს ქარტია, საერთაშორისო სამართალი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი, უპრეცედენტო საფრთხე შეუქმნა რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.