1754511189
ადგილობრივი მედიის ცნობით, უნგრეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ვიქტორ ორბანის მკვლელობის შეკვეთას გეგმავდა

უნგრეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ვიქტორ ორბანის მკვლელობის შეკვეთას გეგმავდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, უნგრეთის დედაქალაქის საგამოძიებო პროკურატურამ პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მკვლელობის მომზადების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 25 ივლისს სოციალურ ქსელში ორბანისთვის „საუკეთესო მკვლელის პოვნის“ მოწოდება გამოაქვეყნა. ამასთან, მამაკაცი პრემიერ-მინისტრის მკვლელობისთვის ანაზღაურების გადახდის პირობას დებდა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მამაკაცი დაკითხეს და მან ჩადენილი აღიარა. გამოძიებამ უკვე მიმართა სასამართლოს მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.
ცნობისთვის, ეს არაა პირველი მსგავსი შემთხვევა უნგრეთში. მანამდე, ივნისში დააკავეს 44 წლის მამაკაცი, რომელიც ორბანისთვის თავის მოკვეთით იმუქრებოდა.