dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
95 წლის ქალმა მოხუცებულთა თავშესაფარში თავისი 89 წლის თანამობინადრე სასიკვდილოდ სცემა. ქალს ბრალი უკვე წაუყენეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ბრუკლინში მოხდა. მას ბრალი წაუყენეს მეორე ხარისხის მკვლელობასა და მეოთხე ხარისხის იარაღის უკანონოდ შენახვაში.
პოლიცია მოხუცებულთა ცენტრში კვირას, 14 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე გამოიძახეს. თვითმხილველებმა, სავარაუდოდ, პოლიციას განუცხადეს, რომ კრავცოვი (მსხვერპლი) „საწოლში, უგონო მდგომარეობაში იწვა. თავი და სახე კი სისხლიანი და დაკაწრული ჰქონდა“.
თვითმხილველების თქმითვე, შემთხვევის შემდეგ სმირნოვა (დაკავებული) აბაზანაში შევიდა და სისხლიან ხელებს ნიჟარაში იბანდა.
ოფიცრებმა ოთახში ინვალიდის ეტლი იპოვეს, რომელსაც ფეხის სადგამი და ფეხები მოხსნილი ჰქონდა. ერთი ფეხის პედალი იატაკზე იდო, სისხლით დაფარული. მეორე ფეხის ბოლო ოთახის გარეთ, ფანჯრის ქვეშ იდო.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ დაადგინა, რომ კრავცოვი ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
პროკურატურამ სმირნოვასთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმების ჩატარება მოითხოვა, რასაც მისი ადვოკატი ეწინააღმდეგებოდა. პროკურატურის ოფისის ცნობით, საქმის ზედამხედველმა მოსამართლემ შეფასება არ დანიშნა.