გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება - რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე
1748975142
ოფიციალური პირების თქმით, ხუთშაბათს ნიგერიის ქალაქ მოკვაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 200-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კიდევ 500 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა კიმბოკუმ BBC-ს განუცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები შეჩერდა, რადგან ხელისუფლებას აღარ სჯეროდა, რომ ვინმეს ცოცხალს იპოვის.
მედიის ცნობით, წყალდიდობა, რომელიც 60 წლის განმავლობაში ნიგერიის ამ მხარეში ყველაზე მასშტაბური იყო, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
ხელისუფლება მალე დაიწყებს მიწისქვეშ დამარხული გვამების გათხრას, რათა თავიდან აიცილონ დაავადება ამ მხარეში.
მოკვას რაიონის ხელმძღვანელის, მუჰამადუ ალიუმის განცხადებით, დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლება მიწაში ჩამარხული გვამების სამძებრო სამუშაოებს მალე დაიწყებს.