17 წლის გოგომ შეყვარებული სავარაუდოდ მონად გაყიდა და ტაილანდში დასასვენებლად წავიდა

მონად გაყიდა

ჩინეთში, 17 წლის გოგომ, შეყვარებული 13 900 დოლარის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, მონად გაყიდა და ტაილანდში დასასვენებლად წავიდა. ინფორმაციას chinadaily-ი ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ბიჭმა გოგო 2024 წელს, ჩინეთში, ბილიარდის კლუბში გაიცნო, რომელმაც თავი მდიდარ მემკვიდრედ წარუდგინა და ურთიერთობის გარკვეული დროის შემდეგ, მიანმარში გამგზავრებაზე დაითანხმა, სადაც, გოგოს მონაყოლის თანახმად, მას ბიზნესი ჰქონდა. გოგო ბიჭს სამსახურსა და "ოჯახურ კავშირებს" დაჰპირდა, თუმცა, საზღვარზე ჩასვლისთანავე მას ბანდიტები დახვდნენ, გოგო კი გაუჩინარდა.

ახალგაზრდა მამაკაცმა 4 თვე მონობაში გაატარა, სადაც მას კიბერთაღლითობაში მონაწილეობას აიძულებდნენ, აწამებდნენ და 20 საათის განმავლობაში კომპიუტერთან ამუშავებდნენ. ამ დროის განმავლობაში, მან 10 კგ. დაიკლო და ნაწილობრივ დაყრუვდა.

მიანმარში ჩინეთის სავაჭრო პალატის დახმარებით, ბიჭი ივნისში ჩინეთში დააბრუნეს, რის სანაცვლოდაც მის ოჯახს 48 000 დოლარის გადახდა მოუწია.

ამასობაში გოგო ტაილანდში ისვენებდა, სადაც თანხის ნაწილი დახარჯა. ჩინეთში დაბრუნებისას ის დააკავეს. მედიის ცნობით, გოგოს სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში გაიმართება.