როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში – რას უნდა ველოდოთ თვის განმავლობაში
1793823642
ქართული ანიმაციის საერთაშორისო წარმატების შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„მამუკა ტყეშელაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა „როცა ზღვა იყო მშვიდი“ დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების 69-ე საერთაშორისო ფესტივალზე - DOK Leipzig-საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის Mephisto Award-ის ჯილდო და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.
ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი კინოფესტივალის ორ საკონკურსო სექციაში იყო წარდგენილი.
ვულოცავთ რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილსა და მთელ შემოქმედებით გუნდს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას", - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.