1779191900
ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავი საქართველოშია - ორნელა მუტი ქართველ მაყურებელს მარჯანიშვილის თეატრში ხვდება
ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავი საქართველოშია. ორნელა მუტი ქართველ მაყურებელს მარჯანიშვილის თეატრში ხვდება.
იტალიელი მსახიობი ქალი, მაყურებელმა განსაკუთრებით 1970-იანი წლების ბოლოს შესრულებული როლებით შეიყვარა - 1977 წელს ითამაშა ჟორჟ ლოტნერის ფილმში "მოკალი ნაძირალა". ეკრანზე მისი პარტნიორი ალენ დელონი გახდა. 1980-იანი წლების დასაწყისი მუტიმ ადრიანო ჩელენტანოსთან ორჯერ ითანამშრომლა. "ჭირვეულის მორჯულება" და "სიგიჟემდე შეყვარებული," - ესაა ფილმები, რომლებიც ბევრმა ადამიანმა შეიყვარა. ადრიანო და ორნელა კი ყველაზე მოთხოვნად ეკრანულ წყვილად აქცია.
1998 წელს გამოვიდა ალექსანდრე დიუმას რომანის კიდევ ერთი ეკრანიზაცია - ჟოზე დაიანმა მინი-სერიალი "The Count of Monte Cristo" გადაიღო. მთავარ როლს ჟერარ დეპარდიე და ორნელა მუტი ასრულებდნენ.
სწორედ მსახიობს ეძღვნება საღამო, რომელშიც მონაწილეობენ: მუსიკოსები, მოცეკვავეები, ანსამბლი "ერისიონი". საღამოს წამყვანი კი ნიკოლოზ წულუკიძეა. შემოქმედებითი საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.











