კონსერვატორიაში, “მომავლის ვარსკვლავების” გალა-კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

კონსერვატორია

27 აპრილს სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა კლასიკური მუსიკის მე-18 ეროვნული კონკურსის “მომავლის ვარსკვლავების” საზეიმო დასკვნითი გალა-კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია.

გალა-კონცერტში, მონაწილეობას მიიღეს სამუსიკო და სახელოვნებო სასწავლებლების განსაკუთრებით წარმატებულმა ნიჭიერმა მუსიკოსებმა.

შესარჩევი ტურები ჩატარდა კონსერვატორიის პროფესორებისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ, მუსიკოსის და პიანისტის ნინა კუპატაძის ხელმძღვანელობით. პრიზიორებს ხელოვანთა კავშირისგან გადაეცათ სახელობითი ჯილდოები.