აღმოსავლური ჰოროსკოპის 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება
1762617122
"კურიერმა" მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელიც "საქართველოს ბანკში" ყაჩაღობამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. მასალაში ჩანს შავებში ჩაცმული თავდამსხმელი და მოქალაქეები, რომლებიც ბანკიდან გამოდიან. "კურიერი" იმყოფებოდა იმ ადგილასაც, სადაც დაკავება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა იარაღის მუქარით მოახერხა გარკვეული თანხის წაღება და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.
ამასთან, "კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი სხვადასხვა კომპანიაში კურიერად მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 1999 წელს დაბადებული პირი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში აიყვანეს. დანაშაული 4-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამოღებულია ბანკიდან წაღებული თანხაც.