რუსეთში მეტსახელად ზვიად „თბილისკის“ 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება

Zviad

რუსეთში ზვიად „თბილისკის“ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმე პროკურატურამ განსახილველად სასამართლოს გადასცა.

მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 210.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული — „კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის დაკავება“, რაც ითვალისწინებს 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და 5 მილიონ რუბლამდე ჯარიმას.

პროკურატურის ცნობით, „კრიმინალური ავტორიტეტი“ ციხეში ყოფნის პერიოდში წარმართავდა კრიმინალურ ორგანიზაციას ციხის შიგნით.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეჰქონდა აკრძალული ნივთები და მართავდა „ციხის ფინანსებს“.