თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
გარდაბანში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ვინაობა ცნობილია. 25 წლის მარიამ გახოკიძეს 40 წლამდე კაცმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დანაშაული გარდაბნის ცენტრში მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებული თავად ჩაბარდა პოლიციას. დამატებითი დეტალები უცნობია.