„დედამ შვილი რძლის თხოვნით მოკლა და ცხედარი დამალა...“ - დაკავებული ქალის აღიარება და დანაშაულის დეტალები (უცხოეთი)

მკვლელობა იტალიაში

იტალიაის ერთ-ერთ ქალაქში, ივლისში შემზარავი მკვლელობა მოხდა. დედამ საკუთარი შვილი მოკლა და რძლის დახმარებით ცხედარი გადამალა.

გამოძიების ცნობით, მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი. დედამ, 61 წლის ლორენა ვენიერმა და მისმა რძალმა ალესანდროს ლიმონათში ტრანკვილიზატორი შეურიეს და შემდეგ ორჯერ გაუკეთეს ინსულინის ინექცია. ამის შემდეგ ალესანდრო გაგუდეს და ფეხსაცმლის თასმა გადაუჭირეს.

მოკლულის ცხედარი ავტოფარეხში გადაიტანეს, სამ ნაწილად დაანაწევრეს და მჟავა დაასხეს, რათა სუნი გაექროთ.

გამოძიების ცნობით, სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, სისხლის არანაირი კვალი არ შეუმჩნევიათ. შესაბამისად, ეჭვიც არავის გასჩენია.

თუმცა, მოგვიანებით, პოლიციაში თავად შვილის მკვლელმა დედამ დარეკა და თქვა, რომ მკვლელობა ჩაიდინა. ქალი მაშინვე დააკავეს:

ლორენამ სასამართლოზე თქვა, რომ თავად დაჭრა შვილის ცხედარი სამ ნაწილად ხერხის გამოყენებით:

„ალესანდროს სხეული მე დავანაწევრე. გამოვიყენე ხერხი და თეთრეული, რომლითაც სისხლი შევაკავე. მას სამ ნაწილად დავჭერი. სისხლის შხეფები არსად ყოფილა. ამიტომ ვერაფერი იპოვეს კარაბინიერებმა“,- თქვა ბრალდებულმა დედამ პროცესზე.

დანაშაულის მოტივად ლორენამ შვილის მხრიდან ოჯახის მიმართ ძალადობა დაასახელა. მისი თქმით, შვილი ცოლზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას.

„მეილინი თვეების განმავლობაში მთხოვდა, მომეკლა ალესანდრო — მას შემდეგ, რაც იანვარში მათი შვილი გაჩნდა,“ — განაცხადა ლორენამ.
„ალესანდრო ცოლს სცემდა, აყენებდა შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ერთხელ მეც დამარტყა, როცა მისი ქმედებები პოლიციაში მინდოდა მეწერა“.


ასევე, ლორენას თქმით, შვილმა ცოლს ასე მიმართა: „გაგიყვან კოლუმბიაში და მდინარეში დაგახრჩობ, რადგან იქ არავინ მოგძებნის.“

ორენამ  სასამართლოზე ასევე თქვა, რომ რძალი მხოლოდ ცხედრის გადატანაში მონაწილეობდა.

ლორენა ვენიერს უკვე წარედგინა მკვლელობისა და ცხედრის დამალვის ბრალდება. მეილინ კასტრო მონსალვოს საქმეს კი მკვლელობის წაქეზების მუხლით იძიებენ.

ორივე ქალი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და გამოძიება ამ ეტაპზე გრძელდება.