„ჩამოწერეთ 8 სურვილი, უძლიერესი დღეა მათ ასასრულებლად...“ - გოგა მანია
1754672309
წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან ასაკოვანი მამა სცემა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
ადგილობრივების თქმით, მოხუცს დაზიანებები ბლაგვი საგნითაც ჰქონდა მიყენებული. იგი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. მანამდე პოლიციას ექიმებმა თავად მიმართეს და ფიზიკური ძალადობის ნიშნების არსებობის შესახებ შეატყობინეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.