1756145280
საკმაოდ ბევრს უდასტურდება როგორც PCR -ით, ასევე სწრაფი ტესტით... - ინფექციონისტი კოვიდის გაშხირებულ შემთხვევებზე წერს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში კოვიდის გახშირებული შემთხვევების შესახებ წერს.
“ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს. ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება როგორც PCR -ით, ასევე სწრაფი ტესტით. სიმპტომებია ზოგჯერ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ ასევე, აღენიშნებათ ხველა. არის დიარეით მიმდინარე შემთხვევებიც”, - წერს ინფექციონისტი.