ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1793653653
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, მაიმუნის ყვავილის ვირუსის შესახებ, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
„მაიმუნის ყვავილის ვირუსი - Monkeypox virus.
ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში (იხილეთ: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1923205...)
პორტუგალიაში დადასტურდა რამდენიმე შემთხვევა.
ვინაიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ იხილეთ მოკლე განმარტება:
მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში.
ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.
სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.
ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს", -წერს ფხაკაძე.