ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგი შეტევაა - ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი ჟურნალისტის, ანტონ კრასოვსკის ფილმში, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, ჯეფრი სილვერმანი აცხადებს, რომ საქართველო ამერიკის ბიოლოგიური ომის პლაცდარმია.
მისივე ინფორმაციით, თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ჯარისკაცებზე ცდებს ატარებდნენ.
„რამდენიმე, აბსოლუტურად ჯანმრთელი ჯარისკაცი დაავადდა ერთი და იმავე დაავადებით. ყველა ახალგაზრდა და ჯანმრთელი იყო. ერთი გადარჩა, მეორე კი გარდაიცვალა. მიზეზი არ ვიცი, არ ვიცი, რას ტესტავდნენ მათზე.
შესაძლოა, გიორგაძემ იცოდეს ამის შესახებ. ვიცი, რომ მათ აუღეს სისხლის ანალიზი რეზისტენტობის დონის დასადგენად.
იმავეს აკეთებენ უკრაინაშიც. ქართველ ჯარისკაცებს იყენებენ იმიტომ, რომ ისინი გულუბრყვილოები არიან, გრძნობენ, რომ ვალდებულები არიან, მონაწილეობა მიიღონ ამ ექსპერიმენტში, სამსახურის გამო. მათ თანხმობის დოკუმენტზე აწერინებენ ხელს, უხსნიან შესაძლო რისკებს, მაგრამ ახალგაზრდა ჯარისკაცს სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან“, - ამბობს სილვერმანი.
ჯეფრი სილვერმანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
ნახეთ ვიდეო
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139