„ვაშლის ხის ქვეშ ორი ცხედარი აღმოაჩინეს... ირგვლივ სასიყვარულო წერილები იყო მიმოფანტული“ - ვინ დააკავა პოლიციამ ბურუსით მოცულ, გახმაურებულ საქმეზე

უილერ ჰოლისა და ელეანორ რენჰარდტ მილსის მკვლელობ

უილერ ჰოლისა და ელეანორ რენჰარდტ მილსის მკვლელობა

1922 წლის 16 სექტემბერს ორი თინეიჯერი შეყვარებული სეირნობდა, როდესაც ვაშლის ხის ქვეშ მწოლიარე მამაკაცის და ქალის ცხედრები აღმოაჩინეს. ორივე მათგანი გარდაცვლილი იყო. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ერთი, ხოლო ქალს სამი ჭრილობა ჰქონდა.

ორივე მათგანი პოზირებული იყო: მათი ფეხები ხისკენ იყო მიმართული. კაცის ხელი ქალის კისერზე იდო, ქალის კი კაცის მუხლზე. კაცს ქუდი ეხურა, ქალს კი შარფი ეკეთა. ირგვლივ სასიყვარულო წერილები იყო მიმოფანტული. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალს ენა ამოაჭრეს.

ცხედრები მეუფე ედვარდ უილერ ჰოლსა და ელეანორ რენჰარდტ მილსს ეკუთვნოდათ. ისინი საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს, რეალურად კი პრივე მათგანი ქორწინებაში იმყოფებოდა. ელეანორის ქმარი ეკლესიის დამლაგებელი იყო. რაც შეეხება ედვარდის ცოლს, ის საკმაოდ შეძლებული ქალბატონი - ფრენსის სტივენ ჰოლი გახლდათ.

მალევე პოლიციას ჯეინ გიბსონი შეუერთდა - ფერმერი ქალი, რომელიც დანაშაულის ადგილას ცხოვრობდა. მისი თქმით, 14 სექტემბრის ღამეს მან სიმინდის ყანაში ორი მამაკაცი და ორი ქალი დაინახა. გიბსონმა თავდაპირველად ქალის ყვირილი გაიგო "ამიხსენი რას ნიშნავს ეს წერილები". შემდეგ იყო სროლის ხმა, რასაც ქალის ყვირილი მოყვა - "ჰენრი!" გაისმა ყანაში.

საქმეზე გამოძიება მალევე შეწყდა და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. ოთხი წლის შემდეგ, ყოფილმა მსახურმა აღიარა, რომ მეუფეს ცოლთან განქორწინება და მილსთან ერთად გაქცევა სურდა.

ჯეინ გიბსონი ჩვენების მისაცემად გამოიძახეს, მაგრამ მისი ჩვენება ტყუილად ჩათვალეს. ფერმერის დედა მთელი ამ დროის მანძილზე შვილს მატყუარას ეძახდა, რამაც სამართალდამცველებს ქალის სიმართლეში უფრო ძლიერი ეჭვი გაუჩინა.

საქმეზე ქალბატონი ჰოლი და მისი ძმები, ჰენრი და უილიამი გაასამართლეს, თუმცა, დღემდე არავინ იცის, იყვნენ თუ არა ისინი დამნაშავეები...