ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
ფლორიდაში, 54 წლის ჯუდი ბუენოანო, რომელსაც პრესამ „შავი ქვრივი“ შეარქვა, ელექტრო სკამზე სიკვდილით დასაჯეს. ქალი რამდენიმე ოჯახის წევრისა და პარტნიორის მკვლელობაში იყო დამნაშავე.
გარეგნულად მორიდებული, მშვიდი და მომხიბვლელი ქალი, სინამდვილეში იყო ცივსისხლიანი მკვლელი. მისი დანაშაულების სია საშინელებათა სცენარს ჰგავდა - მან მოკლა ქმარი, შეყვარებული და საკუთარი შვილი, თითოეულ შემთხვევაში კი სიცოცხლის დაზღვევის ფული აიღო.
გამოძიების მიხედვით, ბუენოანოს პირველი მსხვერპლი მისი მეუღლე, ჯეიმს გუდინი იყო. 1971 წელს მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა, ექიმებმა მიზეზად უცნაური ავადმყოფობა დაასახელეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მოწამლეს. ქმრის სიკვდილიდან მალევე ბუენოანომ 85 ათასი დოლარი მიიღო დაზღვევიდან.
მიღებული თანხით ქალმა სილამაზის სალონი გახსნა და ძვირადღირებული ნივთები შეიძინა.
მეორე მსხვერპლი 1978 წელს - მისი ახალი შეყვარებული, ბობი ჯო მორისი გახდა. კაცი ქალის ქმარივით, მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც ქალი დიდ თანხას დაეუფლა.
ყველაზე შემზარავი დანაშაული 1980 წელს მოხდა. ბუენოანომ ინვალიდის ეტლში მჯდომი 19 წლის შვილი მაიკლ გუდინი ნავით გასეირნებისას წყალში გადააგდო. ბიჭი დაიხრჩო. დედამ კიდევ ერთხელ აიღო დაზღვევის ფული.
ბუენოანოს სისხლიანი სერია დასრულდა 1983 წელს, როცა მან ახალი პარტნიორის, ჯონ გენტრის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. აფეთქებამ მამაკაცი მძიმედ დააზიანა, თუმცა ის გადარჩა. სწორედ ამ შემთხვევამ გამოიწვია პოლიციის ფართომასშტაბიანი გამოძიება, რომელმაც ქალის წარსულიც გააშიფრა.
1985 წელს მას მკვლელობების სერია დაუმტკიცდა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.