გამოცდების ეროვნული ცენტრი: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი

გამოცდების ეროვნული ცენტრი

გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდების პროცესის დაწყების პირველ მონაცემებს აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე გამოსაცდელი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 დაიწყო!

დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.

ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.