თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა, ერთი ადამიანია დაღუპული, 200-მდე სახლი დაზიანებული

იზმირი

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ ხანძარს ებრძვინ, რომელიც საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული.

თურქეთის ხელისუფლებამ ეგეოსის ზღვის კურორტ ჩეშმესთან მიმავალი რამდენიმე გზა გადაკეტა.

თურქეთის დასავლეთით გაჩენილმა ხანძრებმა დაახლოებით 200 სახლი დააზიანა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, დაზარალებულებს ალტერნატიული საცხოვრებელი უკვე შესთავაზეს.

ხანძრის გამო, თურქეთში კვირის დასაწყისში 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.