„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, მათემატიკის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
„აბიტურიენტთა საყურადღებოდ! დღეს, 2 აგვისტოს, 10:00 საათზე გამოქვეყნდება მათემატიკის გამოცდის შედეგები. შედეგის გასაგებად გადადით ბმულზე: https://online.naec.ge/ueereg/entrants/entrantsdefault.aspx და შესაბამის ველში მიუთითეთ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. გისურვებთ წარმატებას!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.