„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
წელს, იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 8.9 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა, მისი ოდენობა 3,8 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ასევე, რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი. აღნიშნული კიდევ ერთი გამოვლინებაა იმის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტენდენცია გრძელდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2025 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 10.3 პროცენტით გაიზარდა და 14.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ექსპორტის მსგავსად, ასევე რეკორდული მოცულობაა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური აქტივობა საბოლოოდ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში და რაც მნიშვნელოვანია, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში აისახება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რამდენიმე ძირითად ფაქტორს ასახელებს, რის გამოც საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნდება.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, პირველ რიგში, აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში იზრდება იმ პროდუქციის წარმოება, რომელიც კონკურენტუნარიანია არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე.
„რა თქმა უნდა, ექსპორტის კუთხით დაფიქსირებულ ტენდენციებს ხელს მნიშვნელოვნად უწყობს ერთი მხრივ, როგორც საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, მეორე მხრივ ის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისკენ და საექსპორტო ბაზრების ათვისებისკენაა მიმართული. ამ კუთხით ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა: ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.