1750425849
თბილისი ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ეკონომიკის, იუსტიციის მინისტრებმა და დედაქალაქის მერმა. იმართება პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები.
ეროვნული ბანკის ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიების მიზანი ცნობადობის გაზრდა, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.