საქსტატი: იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.7 პროცენტით გაიზარდა

საგარეო სავაჭრო ბრუნვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 933.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 3 234.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, შესაბამისად, გაიზარდა 13.7 პროცენტით; იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარი იყო და ზრდამ 12.4 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2025 წლის იანვარ-ივნისში 5 465.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8 პროცენტია.