მისამართები, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება - აღდგენის დრო

შუქი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს, 09:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოძისი, თვაურები, ახმაჯი, ჭაშა, ხარბალი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ჰაინრიხ კლაპროთის, იაკობ რაინეგსის, არქანჯელო ლამბერტის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტში ჩარგალსა და მაღაროსკარში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.